ზუსტად ერთი წლის წინ, გამთენისას რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.
ზუსტად ერთი წლის წინ, გამთენისას რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ცივილიზებული მსოფლიო უკრაინის გვერდით დადგა. ერთი წლის განმავლობაში ოფიციალური თბილისი საჯაროდ გმობდა რუსულ აგრესიას და სოლიდარობას უცხადებდა ომში მყოფ ქვეყანას. ამის დასტურია 500 ზე მეტი რეზულაცია და უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები სხვადსხვა მაღალი ტრიბუნიდან - საქართველო რომ უკრაინის მიმართ სოლიდარულია ეს სულ ბოლოს გაეროს საგანგებო სესიაზეც ითქვა. საქართველო იმ 141 ქვეყანას შორისაა, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყონებლივ სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან. რეზოლუციის პროექტი 75 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მიერ იყო დასპონსორებული. უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა დღესაც , ქვეყნის ტერიტირიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თბილისში. უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა ორბელიანების სასახლეში. გამოიფინა საქართველოს და უკრაინის დროშები. ქვეყნის პირველმა პირებმა უკრაინაში განვითარებული მძიმე მოვლენები გაიხსნეს და ომისგან შექმნილ ახალ მსოფლიო პოლიტიკურ მოცემულობაზე ისაუბრეს.
