საქართველო და ქართველი ხალხი დგას თურქეთისა და თურქი ხალხის გვერდით- ამ გზავნილით ჩავიდა ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში.
აქართველო და ქართველი ხალხი დგას თურქეთისა და თურქი ხალხის გვერდით- ამ გზავნილით ჩავიდა ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში. პრემიერ მინისტრი სტიქიის ზონაში, ჰათაის პროვინციაში იმყოფებოდა . პრემიერმა ისაუბრა რეჯებ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრის შესახებ, ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ მაშველებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ატარებენ. პრემიერთან ერტად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომალეური და სახელემწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
