ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში თუნჯურ ჯუჯენოღლუს პიესა „ზვავის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში თუნჯურ ჯუჯენოღლუს პიესა „ზვავის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. პიესაში შიში წარმოჩენილია, როგორც მოძველებული ტრადიცია, რომლის დარღვევაც სოფელს უბედურებას მოუტანს. სპექტაკლს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. დამდგმელი რეჟისორი რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი გიორგი ქლაინიაა.
