ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა 1921 წელს დაღუპული გმირები გაიხსენეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა 1921 წელს დაღუპული გმირები გაიხსენეს. აკადემიის რექტორმა, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. აკადემიის კაპელანმა დეკანოზმა დავით კასრაძემ კი, აკადემიის ეზოში მდებარე ეკლესიაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა დაღუპული გმირების ხსოვნას სპექტაკლიც მიუძღვნეს.
