ქვემო ქართლის რეგიონში, უეფას მეორე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.
ქვემო ქართლის რეგიონში, უეფას მეორე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. სტადიონი ორი ათასი მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა და პარკინგი, სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები და სველი წერტილები, დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები.მარნეულში, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.