საქასრიას მონაკვეთზე, სადაც დღეს დილით საავტომობილო მოძრაობა აღდგა, ცოტა ხნის წინ მცირე მეწყერი ჩამოწვა.
საქასრიას მონაკვეთზე, სადაც დღეს დილით საავტომობილო მოძრაობა აღდგა, ცოტა ხნის წინ მცირე მეწყერი ჩამოწვა. ჩამოშლილმა მიწამ გზის დამცავი ბეტონის კუბები სავალ ნაწილზე ჩამოიტანა. ამ დროისთვის გზა უკვე გაწმენდილია, თუმცა უსაფრთოხების მიზნით ტრანსპორტის მოძრაობას ამ დრომდე საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება დღეს დილით აღდგა, თუმცა მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. პრობლემა რიკოთის უღელტეხილზე ღამით შეიქმნა. ინტენსიური თოვის, ქარბუქის, მოყინული სავალი ნაწილისა და ცუდი ხილვადობის გამო ყველა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა, ცოცხალი ძალა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
