"ქრონიკის" ინფორმაციით, გიული ალასანია ორივე ლობისტურ კომპანიასთან გააგრძელებს მუშაობას.
გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის დედას, რომელიც ამერიკული კომპანიის საქმიანობით უკმაყოფილო იყო, პოზიცია შეაცვლევინეს. „ქრონიკის“ წყაროს ცნობით, ალასანიას ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიამ ინვოისი გაუგზავნა, რომლის თანახმადაც აკერმანი 175 000 დოლარის გადახდას ითხოვს. პარალელურად, კეზერაშვილი და მისი ფლანგი ლონდონში შეხვედრებს მართავენ, რომელთა მთავარი თემა ლობისტური კამპანიების მორიგი ტალღაა.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
