უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღეს ერთი წელი შესრულდა.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღეს ერთი წელი შესრულდა. მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა. გაეროს მონაცემებით, რომელიც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად 8 000 -ე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღვოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გამხდარიყო ნატოს წევრი. გასული წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერც ერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
