მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში უკვე 100-მდე პედაგოგი გადამზადდა
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში უკვე 100-მდე პედაგოგი გადამზადდა. მედიააკადემიაში მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, რიგით მესამე სემინარი ჩატარდა და იმ პედაგოგებმა, რომლებიც სკოლებში მედიაწიგნიერებს საგანს წარუძღვებიან, მედიაწიგნიერების სწავლების მეთოდები შეისწავლეს. მედიაწიგნიერების საგანს მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით გაივლიან. კომუნიკაციების კომისია, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას.
