რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ოთარ შამუგიამ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ ისაუბრა, როგორც ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე და ყურადღება ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის მნიშვნელობასა და გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის გარემოის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ქალაქ რუსთვის მერი.
