მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი
მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში, რის სანაცვლოდაც მოქალაქისაგან მოითხოვა და მიიღო 150 ლარი. დანაშაული ითვალისწინებს პატიმრობას 2-დან 4 წლამდე ვადით.