გადაცემა „იმედი ლაივში“ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების არადეკლარირებულ ქონებაზე ისაუბარა
გადაცემა „იმედი ლაივში“ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების არადეკლარირებულ ქონებაზე ისაუბარა. ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ქონება, სავარაუდოდ, ას მილიონს აჭარბებს. „ქართული დასის“ ლიდერის განმარტებით, ეს მოპარული ფულია, რომელიც დღეს საქართველოს წინააღმდეგ იხარჯება.