დღეს ბრიუსელში მყოფი საპარლამენტო დელეგაცია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდება
დღეს ბრიუსელში მყოფი საპარლამენტო დელეგაცია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდება. მხარეები განიხილავენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად დაგეგმილ ნაბიჯებს, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესს, უკრაინაში ომის გავლენას უსაფრთხოების გარემოზე. ქართული დელეგაცია ამ კვირაში ნატოს შტაბბინაში შეხვედრებისას აქტიურად განიხილავს ვილნიუსის სამიტისთვის საქართველოს მთავარ გზავნილებს და იმედი აქვს, რომ ლიეტუვაში დაგეგმილი ორგანიზაციის წლის მთვარი ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების გაღრმავებას, რაც დაკავშირებულია მომავალ წევრობასთან
