უკრაინის მხარდამჭერი აქცია აშშ-ში
დიდება უკრაინას, გმირებს, დიდება! ამ ლოზუნგით უკრაინის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა ნიუ-იორკში. უკრაინული დროშებითა და ანთებული სანთლებით ხელში შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა უკრაინელებმა და სხვა ერების, მათ შორის რუსეთის წარმომადგელებმა რუსული აგრესია რუსეთის საკონსულოსთან დაგმეს.
