პრემიერი ღარიბაშვილი დღეს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა
პრემიერი ღარიბაშვილი დღეს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც საქართველოდან წასული სამაშველო ჯგუფები, სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ატარებენ. თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა რეჯეფ თაიფ ერდოღანს. მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მეგობარი თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის აღმოუჩინოს ნებისმიერი საჭირო დახმარება. ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მაშველების მონაწილეობას, ასევე, საქართველოს მიერ აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებას. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
