რამდენიმე საათის განმავლობაში რიკოთის უღელტეხილი პარალიზებული იყო
რამდენიმე საათის განმავლობაში რიკოთის უღელტეხილი პარალიზებული იყო. უსაფრთხოების მიზნით აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა. გადაადგილების პრობლემა რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა შექმნა. კერძოდ, ინტენსიური თოვის, ქარბუქის, მოყინული სავალი ნაწილის და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. გზის ამ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. რიკოთზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
