სამაშველო „ქოხი“ - ალტიჰატის გუნდი ახალ პროექტს იწყებს
სამაშველო „ქოხი“ ზღვის დონიდან 3700 მეტრ სიმაღლეზე - ალტიჰატის გუნდი ახალ პროექტს იწყებს. მყინვარწვერისკენ მიმავალ გზაზე ახალი სამთო-სამაშველო სახლის განთავსება იგეგმება. ინფრასტრუქტურა განკუთვნილია გადაუდებელი და დაუყოვნებელი სამთო სამაშველო მომსახურებისათვის, სადაც ადგილზე 15 ადამიანი განთავსდება, მათ შორის მუდმივ მორიგეობას 4 პროფესიონალი სამთო მაშველი და პარამედიკოსი გასწევს.
