საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას
საქართველო, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და თბილისიდან 57 კილომეტრში ოკუპანტი დგას, მაქსიმუმს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად. გარდა მნშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისა, ჩვენი ქვეყანა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მეგობარ უკრაინელ ხალხს ღია და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, თავდასხმაა საერთაშორისო წესრიგზე - ასეთია გაეროში, გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის ერთერთი მთავარი გზავნილი. ითქვა ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს „მშვიდობის ფორმულის“ ინიციატივას და სრულად უერთდება საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევას.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
