სააკაშვილის წარუმატებელი ავანტიურა
გიული ალასანიას განცხადება პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა.პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ერთადერთი ინტერესი ქვეყანაში არეულობა იყო. თავად ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს რევოლუციური ცვლილებები უნდოდა და არა რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა. მისივე თქმით, სააკაშვილი საქართველოში შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე დაბრუნდა , თუმცა ამ დოკუმენტში სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა.
