„ქრონიკის“ ექსკლუზივი: გიული ალასანია ამერიკული ლობისტური კომპანიისთვის 175 000 დოლარის გადახდას არ აპირებს და ხელშეკრულების შეწყვეტა სურს
„ქრონიკის“ წყაროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიას ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიამ ინვოისი გაუგზავნა, რომლის თანახმადაც აკერმანი 175 000 დოლარის გადახდას ითხოვს.
როგორც „ქრონიკას“ წყარო უყვება, გიული ალასანია ამერიკელებისთვის ამ თანხის გადახდას არ აპირებს და ხელშეკრულების შეწყვეტას ძმას, თემურ ალასანიას სთხოვს, რომელსაც უთხრა, რომ აკერმანის მომსახურებით უკმაყოფილოა და ახლა ბრიტანული ლობისტური კომპანიის იმედი აქვს.
საუბარია იმ კომპანიაზე, რომელთან მოლაპარაკებების თემურ იაკობაშვილმა და გიორგი ბადრიძემ გამართეს და შედეგები ლონდონში დავით კეზერაშვილს და დავით ტყეშელაშვილს გააცნეს. ცნობილია ისიც, რომ ბრიტანელ ლობისტებს ოფიციალურად 100 000 გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან, დანარჩენის ანგარიშსწორება კი ნაღდი ფულით მოხდება.
