ფლორიდაში სროლას ერთი ჟურნალისტი ემსხვერპლა
ფლორიდაში სროლას ერთი ჟურნალისტი ემსხვერპლა, მეორე კი, დაშავდა. როგორც ცნობილია, ქალაქ ორლანდოში ჟურნალისტები ოჯახში ძალადობის ფაქტს აშუქებდნენ, როდესაც შემთხვევის ადგილზე, ეჭვმიტანილი დაბრუნდა და იქ მყოფთა მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ჟურნალისტებზე თავდასხმამდე, ბოროტმოქმედი დედა-შვილზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი, რა დროსაც 9 წლის გოგონა დაიღუპა, დედა კი მძიმედ დაშავდა. პოლიციის განმარტებით, თავდასხმების მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.
