ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა
ერთი წელი სრულდება მას შემდეგ , რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა . პუტინის ბრძანების გაცემიდან დღემდე, ქვეყანა საომარ პირობებში ცხოვრობს. უკრაინელები საკუთარ მიწაზე - საკუთარი ქვეყნის ტერიტორიებსა და სუვერენიტეტს იცავენ. ორივე მხარეს დიდი დანაკარგი აქვს. ამ ბრძოლაში უკრაინა მარტო არ არის - ცივილიზებული სამყარო მათ გვერდით დგას , უკრაინას ეხმარებიან სამხედრო ტექნიკით. ამ მოცემულობაში, რუსეთი მსოფლიოსგან ცალკე მდგომი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელსაც სანქციები დაუწესეს , გარიყეს და არაერთხელ საჯარო ტრიბუნიდან უთხრეს , რომ ის ტერორისტული ქვეყანაა. საშინელი ომი , რომელსაც ათასობით მშვიდობიანი მოსახლე ემსახვერპლა, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება და არავინ იცის როდის დასრულდება. ამ ბრძოლაში კი უკრაინელებმა იცინიან , რომ პუტინის დაწყებული ომი მათი გამარჯვებით დასრულდება.
