ლონდონში გამართული გასაიდუმლოებული შეხვედრის დეტალებს პოლიტიკოსები აფასებენ
ლონდონში გამართული გასაიდუმლოებული შეხვედრის დეტალებს, რომელიც "ქრონიკამ" გაასაჯაროვა, პოლიტიკოსები აფასებენ. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ არავის მისცემენ უფლებას არლეგიტიმური გზებით საქართველოს ინტერესები დააზიანონ. "ქრონიკის" წყაროს ცნობით, დიდ ბრიტანეთში გამართულ შეხვედრაზე, დავით კეზერაშვილსა და დავით ტყეშელაშვილს, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა იაკობაშვილმა და ყოფილმა ელჩმა დიდ ბრიტანეთში ბადრიძემ, ბრიტანელ ლობისტებთან მოლაპარაკებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
