თურქეთში საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი დაიწყო
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო. ანკარის ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში, მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვდება. მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ატარებენ.
