ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დედაქალაქის მასშტაბით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მორიგი პროექტი ვარკეთილში განხორციელდება. 36 ოჯახი სრულიად ახალ, მოწესრიგებულ ბინებს მიიღებს. ამ ეტაპზე კი მერიას მოქალაქეები ქირით ჰყავს გაყვანილი.