ილია დარჩიაშვილის მიმართვა გაეროში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მე-11 სპეციალური სესიის მე-17 -ე პლენარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ილია დარჩიაშვილმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ ომზე ისაუბრა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც შეაფასა.
