შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან
რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის პრეზიდენტს პირადადაც ესაუბრა. ჩაბა კოროშისთან შეხვედრა ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში შედგა. აღინიშნა გაეროსა და გენერალური ასამბლეის მნიშვნელოვანი როლი, საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების აქტუალიზაციის მიმართულებით.
