კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ
ლონდონში ყოფილ მაღალჩინოისნებსა და ყოფილ დიპლომატებს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალებზე, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ოპონენტების ახალი კამპანიის მიზანი, ხელისუფლების დისკრედიტაციაა. "ქრონიკის " წყაროს ცნობით, დიდ ბრიტანეთში გამართულ შეხვედრაზე, დავით კეზერაშვილსა და დავით ტყეშელაშვილს, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა იაკობაშვილმა და ყოფილმა ელჩმა დიდ ბრიტანეთში ბადრიძემ, ბრიტანელ ლობისტებთან მოლაპარაკებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. რაც ყოფილმა ელჩმა ბადრიძემ უარყო და თქვა რომ ეს იყო მხოლოდ მეგობრული ხასიათის შეხვედრა .
