პრემიერის ვიზიტი თურქეთში
პრემიერი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაშია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა. მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ.
