თანამედროვე ხელოვნების ცენტრის პროექტი
ყოფილი „მიხეილის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების ახალი ცენტრის სამშენებლო პროექტის შესარჩევი საერთაშორისო კონკურსი დასრულდა. 2023 წლის ბოლოს ახალი მუზეუმის პროექტს მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანია შეიმუშავებს. ეს ის კომპანიაა, რომელსაც „ლუვრის“, „ორსეის“, „რაიქსმუსეუმის“ და სხვა მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი ობიექტების რეკონსტრუქცია ეკუთვნის. თანამედროვე ხელოვნების ახალი ცენტრის პროექტის იდეის ავტორი და ინვესტორი მეცენატი, კოლექციონერი და ბათუმელი ბიზნესმენი შალვა ბრეუსია.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
