საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, კონფლიქტების დიპლომატიური გზით მოგვარებას ითვალისწინებს
საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, კონფლიქტების დიპლომატიური გზით მოგვარებას ითვალისწინებს. კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყანა, ლიდერი ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს. ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, საქართველომ მეზობელ აზერბაიჯანს და სომხეთს მოლაპარაკებისთვის თბილისის პლატფორმა არაერთხელ შესთავაზა. ოფიციალური თბილისის ძალისხმევაზე, რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად და პროცესში მედიატორის როლზე ყურდაღება ილჰამ ალიევმა გაამახვილა. იანვარში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიდერები ისტორიულად სწორედ საქართველოში იკრიბებიან.
