პრემიერ-მინისტრად ყოფნის ორი წელი და ირაკლი ღარიბაშვილის მიღწევები და გამოწვევები
პრემიერ-მინისტრად ყოფნის ორი წელი და ირაკლი ღარიბაშვილის მიღწევები და გამოწვევები. სამთავრობო გუნდს პარლამენტმა ნდობა 2021 წლის 22 თებერვალს გამოუცხადა. ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდში მიღწეულია რეკორდული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წინასწარი პროგნოზის მიხედვით, წლის ბოლოს, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 80 მილიარდი ლარი იქნება და ერთ სულ მოსახლეზე რვა ათას დოლარს გაუტოლდება. მნიშვნელოვნადაა შემცირებული უმუშევრობის დონე. საქსტატის მონაცემებით, გაიზარდა საშუალო ხელფასის ოდენობა. მათ შორის საჯარო მოხელეთა ყოველთვიური შემოსავალი. იანვრიდან მოიმატა პენსიამ და სოციალურმა დახმარებამ. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა და გარკვეულ მედიკამენტებზე ფასებიც შემცირდა.
