ინვესტორთა საბჭოს სხდომა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს. სხდომის მონაწილეებმა ინვესტორთა საბჭოს 2023-2024 წლების გეგმები და უკვე განხორციელებული პროექტები შეაჯამეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე განიხილეს მწვანე ეკონომიკის განვითარების ინიციატივები, სამთო მრეწველობის შესაძლებლობები და გამოწვევები, საქართველოს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია, შავი ზღვის პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მიმართულებები. განსახილველ საკითხებს შორის იყო აგრეთვე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს მონაწილეობა.
