შუალედური არჩევნებისთვის 164 უბანი გაიხსნება
შუალედური არჩევნებისთვის 164 უბანი გაიხსნება. 117-ში გამოყენებული იქნება ელექტრონული ტექნოლოგიები. საპარლამენტო ოპოზიციაში არჩევნებთან დაკავშირებით, აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი, არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, მეორე ნაწილი კი გეგმავს, საკითხი საკუთარ პარტიაში განიხილოს. რაც შეეხება არჩევნების ელექტროული წესით ჩატარებას, აზრი აქაც ორად იყოფა. ერთი ნაწილი, ასეთი ტექნოლოგიით, კენჭისყრის გამართვაში, მანიპულაციის შესაძლებლობებზე საუბრობს.
