ქართულმა ოცნებამ 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები დაასახელა
ქართულმა ოცნებამ 29 აპრილს დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები დაასახელა. ფოთის, ხობისა და სენაკის პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატია გიორგი ხახუბია, ცაგერში მერობის კანდიდატად დასახელდა ლევან ზალკალიანი, ხოლო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატია მანუჩარ რობაქიძე. გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურ საბჭოზე მიიღო. პარტიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სამივე კანდიდატი მოიპოვებს ამომრჩევლის ნდობას და ისინი არჩევნებში გაიმარჯვებენ.
