კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ
კეზერაშვილის ახალი გარიგებები, საქართველოს წინააღმდეგ. ქრონიკას ექსკლუზიურად მიაწოდეს ფოტო ლონდონიდან, რომელიც ასახავს საიდუმლო მოლაპარაკებების პროცესს ერთ ერთ ბრიტანულ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოში ანტისახელისუფლებო კამპანიის ლობირება უნდა მოახდინოს. მთავრობის დისკრედიტაციისას, გამოკვეთილი უნდა იყოს ეგრედწოდებული რუსული ხაზი და სააკაშვილის წამების თემა. ასევე, კეზერაშვილის დაფინანსებული ტელევიზიებისთვის უნდა მოხდეს, საერთაშორისო მედიების დახმარებით, კონკრეტული თემების ხელოვნურად შექმნა. ფოტოზე, რომელიც ჩვენ ექსკლუზიურად მოგვაწოდეს ჩანს, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და დავით ტყეშელაშვილი სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსი.