უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული
უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებებია ხარკოვსა და ოკუპირებულ მარიუპოლში. პარალელურად, რუსეთი დონბასზე მასირებულ სახმელეთო იერიშს განაგრძობს. ყველაზე მძიმე ვითარება ბახმუტსა და ლიმანშია. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, ფრონტის ხაზი უცვლელია. უკრაინის გენშტაბის ახალ ანგარიშში კი ნათქვამია, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით წინ წაიწიეს და ქალაქის ნახევარზე მეტი ალყაშია.
