საქართველო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენის მასპინძლობისთვის ემზადება
საქართველო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენის მასპინძლობისთვის ემზადება. გერმანიის დედაქალაქში გამოფენა 7 მარტს დაიწყება. საქართველო წელს ღონიძიების ეპიცენტრშია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენაზე 80-მდე კომპანიასთან ერთად წარდგება. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა კომპანიებს ბერლინში დაგეგმილი ღონისძიებების დეტალები გააცნეს.
