მსხვერპლთა უფლებების დაცვის სასამართლო
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ადამიანის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნისა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების ეფექტიანად შესასრულებლად, მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პოტენციური მსხვერპლისთვის საქმის მასალების გაცნობის გამარტივებული წესი შეიმუშავა; მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კი სამსახურში დაცვის სპეციალური პროგრამა აამოქმედა. ახალი სამმართველო სწორედ ამ სიახლეების პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული. სამსახურის უფროსმა ინფორმაცია არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს გააცნო.
