ბადრი ესებუას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება და 20 დღით შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ
ბადრი ესებუას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება და 20 დღით შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ. შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. ბადრი ესებუას ფონოსკოპიურ და ოდოროლოგიურ ნიმუშებსაც აუღებენ. ზუგდიდის რაონულ სასამართლოში პროცესს თავად ბრალდებული ბადრი ესებუა ესწრება. სხდომაზე მიმდინარეობს საქართველო ბანკის თანამშრომლების დაკითხვა.
