შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი
მილსადენებიდან ენერგოხაზებამდე: კავკასიისა და ევროპის კავშირი ევროპული ენერგოუსაფრთხოების განსამტკიცებლად - კონფერენციას ამერიკაში საქართველო საელჩომ, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან ერთად უმასპინძლა. სიტყვით გამოვიდა დავით ზალკალიანი. ელჩმა, საქართველო-რუმინეთს შორის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის როლს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ზალკალიანმა ყურადღებაა გაამახვილა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. გაიმართა დისკუსიაც. ელჩის განცხადებით, საქართველო მიესალმება რეგიონულ პროექტებში ამერიკისა და ევროკავშირის ჩართვას და თქვა, რომ ევროპაში მიმდინარე ენერგოკრიზისის ფონზე, სამხრეთ კავკასიიდან ენერგორესურსების დამატებითი ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებს ალტერნატიულ წყაროს შესთავაზებს.
