კავკასიის რეგიონში საქართველო ლიდერი ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს
კავკასიის რეგიონში საქართველო ლიდერი ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს. ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, საქართველომ მეზობელ აზერბაიჯანს და სომხეთს მოლაპარაკებისთვის თბილისის პლატფორმა არაერთხელ შესთავაზა. ოფიციალური თბილისის ძალისხმევაზე, რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად და პროცესში მედიატორის როლზე ყურდაღება ილჰამ ალიევმა გაამახვილა. იანვარში, დავოსის ეკონომიკური ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიდერები ისტორიულად სწორედ საქართველოში იკრიბებიან. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, კონფლიქტების დიპლომატიური გზით მოგვარებას ითვალისწინებს.
