დღეს საქართველოს 2023 წლის ვირტუალური ჩემპიონატი ავტორბოლაში დაიწყება
დღეს საქართველოს 2023 წლის ვირტუალური ჩემპიონატი ავტორბოლაში დაიწყება. მონაწილეები ერთმანეთს ჯითი-3 კლასის სხვადასხვა სარბოლო ავტომობილით, მსოფლიოს 6 ვირტუალურ ავტოდრომზე დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული ქულათა ჯამით გამოვლინდება. ჩემპიონატი წრიულ რბოლაში უკვე მეოთხე წელია ტარდება და ჩემპიონები და პრიზიორები სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაში ასპარეზობენ.
