მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში
ფრისკის, ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღე ბაკურიანში. დღეს პარალელურ სლალომში გუნდური შეჯიბრება უნდა ჩატარდეს. დღესვე არეალსის დისციპლინაში მხოლოდ კვალიფიკაციები გაიმართება, ფინალები კი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ხვალისთვის გადაიდო. ასევე დაგეგმილია სკი კროსის და სლოუფსტაილის წინასატურნირო ვარჯიშები, რომელშიც რამდენიმე ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
