კულტურის სამინისტრომ ხუთი კონკურსი გამოაცხადა
თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, არქიტექტორ-რესტავრატორის, აკადემიკოს ვახტანგ ცინცაძის ქართულად თარგმნილი წიგნის - „თბილისის“ პრეზენტაცია და ვახტანგ ცინცაძის მოწაფის, არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო ტარიელ კიპაროიძის „ნარიყალას ანსამბლის რესტავრაციის პროექტის“ გამოფენა, წარმოადგინეს რესტავრაციის ანგარიში. პრეზენტაციაზე გამოფენილი იყო რესტავრატორის ზოგიერთი სკულპტურული ნამუშევრის რეპროდუქციაც.