იტალიამ უკრაინას სამი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა
იტალიამ უკრაინას სამი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა. ამის შესახებ კიევში საგანგებო ვიზიტით მყოფმა იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ჯორჯია მელონის თქმით, იტალიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ახალი, მეექვსე პაკეტი უპირატესად საჰაერო თავდაცვაზეა ფოკუსირებული, რაც სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
