გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე მორიგ საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე მორიგ საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 8 ათასზე მეტი სამოქალაქო პირია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 13 ათასს აღემატება. მონაცემები ზუსტი არ არის, რადგანაც მარიუპოლსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერ ვერ ხერხდება.
