ოკუპანტების იერიში
რუსეთი დონბასზე მასირებულ სახმელეთო იერიშს განაგრძობს. ყველაზე მძიმე ვითარება ბახმუტსა და ლიმანშია, თუმცა, როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, მტრის თავდასხმებს ორივე მიმართულებით იგერიებენ და ოკუპანტთა წნეხის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა.
