დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში
მაღალმთიან აჭარაში თოვს. დიდთოვლობის გამო მობილიზებულია ყველა სახის ტექნიკა. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისაგან იწმინდება როგორც ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები. მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობისა და უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
