დაზიანებული მშენებარე ხიდი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე, მდინარე რიონის წყლის დონე ისევ მაღალია და მისი დაწევისთანავე დაიწყება არსებული ვითარების შესწავლა და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. სამტრედია-გრიგოლეთის პირველი დაახლოებით 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება.
